ქუჩების რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის დასახლებაში

08 ოქტომბერი 2020, 11:53 1170 ნახვა

ე.წ. ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ლადო სეიდიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე ხორციელდება. დასრულდა 4 ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა სანიაღვრე ჭები, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ბორდიურები. პროექტის ღირებულება  7 მილიონ ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში