"ლეიბორისტულმა პარტიამ“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

18 ოქტომბერი 2020, 18:11 1696 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბათუმში, ევროპის მოედანზე ამომრჩეველს შეხვდა.  მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა  პროგრამის  ძირითადი ნაწილი გააცნო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში  ყველა  დაპირებას შეასრულებს. დღესვე, შეხვედრაზე ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები  წარადგინეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში