,,მთავარი'' არხის გადამღებ ჯგუფს ჩართვის აპარატი და კამერა უცნობმა პირმა გასტაცა

29 ოქტომბერი 2020, 12:42 1313 ნახვა

ტელეკომპანია ,,მთავარი'' არხის იმერეთის ბიუროს ოპერატორსა და ჟურნალისტს ჩართვის აპარატი და კამერა უცნობმა პირმა გასტაცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე აქვეყნებს.

ჟურნალისტი გადაღებაზე ქუთაისში იმყოფებოდა, როდესაც მისთვის უცნობი პირი გადამღებ ჯგუფთან მივიდა, მოულოდნელად ჩართვის აპარატურა გაიტაცა და გაიქცა.

როგორც ჟურნალისტი ყვება ოპერატორი შეეცადა პირს გაკიდებოდა, თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლო. ჟურნალისტმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"ეს არ იყო ქურდობა ეს იყო გატაცება. ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ოპერატორი მათ გაეკიდა. დაინახა რომ უკვე ორნი იყვნენ. გადანაწილებული ქონდათ კამერა და ჩართვის აპარატი. სადაც ვიმყოფებით, კორპუსებია, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი ვერ შეძლებდნენ დიდ მანძილზე აპარატურის წაღებას, სადმე იქნებიან მიმალულები“- ამბობს „მთავარი“ არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.

ადგილზე უკვე იმყოფებიან სამართალდამცველები. მათ საგამოძიებო პროცედურების ჩატარება დაიწყეს. ავტომობილი, საიდანაც აპარატურა მოიპარეს ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში