“თავისუფალი საქართველოს” წევრები ჯოჭოში ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ

29 ოქტომბერი 2020, 14:43 945 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჯოჭოში მოსახლეობა და „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც  „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარე სულიკო მიქელაძე ამბობს,რომ რეაბილიტაციის მიზნით სამი წლის წინ  ხიდის საძირკველი ააფეთქეს, რის შედეგად ხიდის ორივე საყრდენი  დაზიანდა.

ზედა ჯოჭოში ამბობენ, რომ ხიდის  და მიმდებარე ტერიტორიის ჩანგრევის საშიშროება განსაკუთრებით  მძიმდება უხვი ნალექის მოსვლის დროს როდესაც მდინარე ჯოჭო კალაპოტიდან გადმოდის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში