აჭარულ ქარგვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

04 ნოემბერი 2020, 19:39 2200 ნახვა

,,ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში