ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

06 ნოემბერი 2020, 01:42 923 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მთაწმინდის საოლქო კომისიის შენობასთან დაკავებული ზვიად კუპრავა უკვე გაათავისუფლეს.

კუპრავა დაკითხვაზე 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ის პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

მისივე განცხადებით, ის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ შეუერთდება.

"ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. რამდენს დაგვიჭერენ? ივანიშვილო რამდენს დაიჭერ? რამდენს დაიჭერ შენი დებილი გომელაურის მეშვეობით? ვერავის ვერ დაიჭერენ, ვერავის შეეხებიან, იმიტომ რომ ხალხის ნებისმიერი დაკავება არის ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული აქტი. აქედან მივდივარ ისევ საოლქოში", - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს,სადაც ის მოქალაქეებთან ერთად არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში