9 ნოემბრიდან რამდენიმე დიდ ქალაქში საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეიზღუდება

07 ნოემბერი 2020, 14:21 989 ნახვა

ორშაბათიდან დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში შეჩერდება კერძო და მუნიციპალური ბაღების ფუნქციონირება,ასევე  შეიზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა.

"ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში იქნება შეჩერებული როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში