ქედის ქარხანა წელს 200 ტონა ჩხავერს მიიღებს

26 ნოემბერი 2020, 10:31 242 ნახვა

ქედის ღვინის ქარხანა წელს 200 ტონა ჩხავერის მიღებას გეგმავს.  ქედაში ჩხავერის კრეფა ხვალიდან უნდა დაიწყოს.  წელს  1 კილოგრამი ჩხავერის ფასი 4 ლარი იქნება. ქედის ღვინის ქარხანამ უკვე დაასრულა ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის მიღება.

აღსანიშანვია,  რომ მოსახლეობას პრეტენზია ჰქონდა ფასთან დაკავშირებით და ამ მიზნით ქარხანასთან აქცია ორჯერ გაიმართა. ქედის ღვინის ქარხნის მენეჯერი ამბობს, რომ ფასები თითქმის ყოველწლიურად მზარდია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში