„სახე +“-ის თავმჯდომარე შიმშილობას აგრძელებს

27 ნოემბერი 2020, 10:05 1434 ნახვა

არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით  პოლიტიკური გაერთიანება „სახე + „-ის ლიდერი ედნარ ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ შიმშილობას განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა პროტესტის უკიდურეს ზომას  არჩევნების შედეგების გამო მიმართა და საკვების მიღებაზე უარს უკვე  მე-12 დღეა ამბობს. როგორ მოიქცევა შიმშილობიდან მე-14 დღეს იტყვის.

არ უერთდება დანარჩენი ოპოზიციის ნაწილს, თუმცა მოთხოვნები იგივე აქვს - ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით. როგორც ამბობს, მასთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა, მაგრამ თავად აპირებს უახლოეს დღებში მიმართოს მთავრობის თავმჯდომარეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში