ბათუმის "დინამომ" "სამტრედია" ბოლო წუთებზე დაამარცხა

30 ნოემბერი 2020, 16:07 395 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა "სამტრედია" 2-1 დაამარცხა.

27 წუთზე ბათუმელები კაცნაკლული დარჩნენ, მოედანი მეორე ყვითელი ბარათის გამო მამუკა კობახიძემ  დატოვა, "სამტრედიის" მხრიდან კი თოთაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და იმერლებმა პირველი ნახევარი მოუგეს. 63-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის კომპენსირებულ დროში 93-ე წუთზე დვალიშვილმა "დინამოს" მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა. 16 შეხვედრის შემდეგ ბათუმის "დინამოს" 32 ქულა აქვს და ორი ქულით ჩამორჩება თბილისის "დინამოს", რომელსაც 15 შეხვედრაში 34 ქულა აქვს.

დედაქალაქელები, დღეს გასვლაზე "ჩიხურას" დაუპირისპირდებიან. ბათუმის "დინამო " 5 დეკემბერს გამოტოვებულ შეხვედრას ქუთაისის "ტორპედოსთან" გასვლაზე ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში