საქსტატის ფასების სტატისტიკა 2020-ის დეკემბერი

04 იანვარი 2021, 20:00 1225 ნახვა

გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით საქართველოში ინფლაციამ -1% ხოლო ჯამში, წლიური ინფლაციის დონემ თითქმის 2 პროცენტ-ნახევარი შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რიგ პროდუქტზე. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ერთ-წლიან ჭრილში ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:

1. ავეჯი - 10%;

2.  ჯანდაცვა - 10%;

3.  ალკოჰოლი, თამბაქო - 9%;

4.  სურსათი - 7%;

5. სასტუმრო, რესტორანი - 4%.

 

1.  ქორწინების ოქროს ბეჭედი - 43%;

2.  მზესუმზირის ზეთი - 42%;

3. წიწიბურა - 38%;

4. ტკივილგამაყუჩებლები - 32%;

5. სტომატოლოგია - 31%;

6. მამაკაცის ფეხსაცმელი - 31%;

7. ბავშვის ფეხსაცმელი - 28%;

8.  რძის პროდუქტები - 20%;

9. მარგარინი - 19%;

10. მაკარონი, ვერმიშელი - 17%.

 

მომხმარებლებისთვის თვალშისაცემი ზეთზე მომატებული ფასია, მოვაჭრეები ამბობენ, რომ 1 წლის განმავლობაში პროდუქტზე ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. გაძვირებულია ბურღულეული, მათ შორის განსაკუთრებით წიწიბურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში