აფეთქებები ბაღდადში

21 იანვარი 2021, 17:37 1065 ნახვა

ბაღდადში ორმაგი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა. მონაცემებს  ერაყის ჯანდავცის სამინისტრო ავრცელებს. 

ორმაგი ტერაქტი დღეს დილით  ქალაქის ერთ-ერთ ბაზარში მოხდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა მათ ერაყელი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დაედევნენ. 

პოლიციამ უსაფრთხოების თვალსაზრისით მწვანე ზონამდე მიმავალი ყველა ქუჩა გადაკეტა. ეს ბაღდადის ის რაიონია, სადაც მრავალი უცხოური სახელმწიფოს საელჩო და სახელმწიფო დაწესებულებების მთავარი ოფისებია განთავსებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში