შსს-მ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა

26 იანვარი 2021, 11:55 1047 ნახვა

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში წარსულში ნასამართლევი 21 და 22 წლის ცოლ-ქმარი დააკავეს.

მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში