საბავშვო ბაღები გაიხსნა

01 მარტი 2021, 20:06 1365 ნახვა

ერთწლიანი პაუზის შემდეგ საბავშვო ბაღებს აღსაზრდელები დაუბრუნდნენ. სააღმზრდელო პროცესი  სპეციალური რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით განახლდა.

დღეს ბავშვები ვერ მივიდნენ ქობულეთის  მეორე საჯარო ბაღში,  სადაც  პედაგოგების  წინასწარი  ტესტირებისას, ერთ-ერთს  კოვიდ 19 დაუდგინდა.

ახალი რეგულაციების თანახმად, მშობლებს არ აქვთ ბაღის შენობაში  შესვლის უფლება. აღსაზრდელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. აუცილებელია სათამაშოების დეზინფექცია, ასევე  იცვლება  ზოგიერთი თამაშისა და აქტივობის ფორმაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში