ქობულეთის "შუქურამ" "სამგურალი" დაამარცხა

20 მარტი 2021, 18:05 919 ნახვა

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ქობულეთის " შუქურამ" მოიგო. შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი დროებით საშინაო შეხვედრებს ზესტაფონში ატარებს ,სადაც წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ანგარიში სწრაფად მე-15 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა და "შუქურა" დააწინაურა.

შეხვედრის კომპენსირებულ დროში 93-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. 5 ტურის შემდეგ "შუქურას" 7 ქულა აქვს . შემდეგ შეხვედრას ქობულეთლები 2 აპრილს გასვლაზე ქუთაისში "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში