პანდემია და სტატისტიკა

22 მარტი 2021, 20:02 998 ნახვა

იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 519.6 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 93.7 მილიონი ლარით, ანუ 15%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს.

უფრო დეტალურად კი, შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 93.7 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 468.5 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.  ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო.

ასევე, 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, წლიურ ჭრილში ზრდა 3.8%-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში