საქართველოს ნაკრები მასპინძელ შვედეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

26 მარტი 2021, 11:10 780 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის დებიუტი გასვლაზე შვედეთის ნაკრებთან შედგა, რომელიც შვედებმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგეს.

ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში ორი დებიუტანტი ბათუმის დინამოს განაპირა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული ვოლსბერგერის მცველი გურამ გიორბელიძე შეიყვანა.

მე-14 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია ქვილითაია კარგ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა ცუდად დაარტყა და ეპიზოდის რეალიზება ვერ მოახერხა. საპასუხო შეტევაზე გიორგი ლორიამ დეიან კულუშევსკის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში ისევ ლორია იყო კარგი.

ამჯერად ქართველთა კიპერმა ისააკს აუღო. შვედებმა კიდევ უფრო მოუმატეს ისააკს გურამ კაშიამ აჯობა და საკუთარ საჯარიმოში ვარდნაში აართვა ბურთი. 35 წუთზე ლუსტიგის ჩაოდების შემდეგ ზლატან იბრაგიმოვიჩმა ბურთი მიიღო და ვიკტორ კლაესონს გაატანინა. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელიას გარეშე დაიწყო. 82 წუთზე აბურჯანიას გადაცემის შემდეგ კარგი ეპიზოდი ჰქონდა შენგელიას, რომელსაც ნორდფელდტმა აჯობა. ბოლო წუთებში მოედანზე გამოჩნდა დებიუტანტი გიორგი მიქაუტაძე.

საბოლოო ჯამში შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები 1-0 დაამარცხა. შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდრესონი გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო.

''გუნდის მოედანზე მოძრაობით იმედგაცრუებული ვარ. შედეგად, როდესაც მეტოქე ფეხბურთელებმა თავდაჯერება იგრძნეს, სირთულეები არ ჰქონდათ. ბედნიერები არ ვართ, აბსოლუტურად. კარგად ვერ ვიმუშავეთ და შევცდით. თუმცა, სამი ქულით კმაყოფილი ვარ.საქართველომ რამდენიმე კონტრშეტევა გაგვიკეთა, რაც არასასიამოვნო იყო''. განაცხადა ანდერსონმა.

ვილი სანიოლი გაცუდებული ეპიზოდებით იმედგაცრუებულია, თუმცა ფეხბურთელებით კმაყოფილია.

''ქვილიათაიას მაგარი შანსი ჰქონდა, ასევე კარგი მომენტი ჰქონდა შენგელიასაც. იმედგაცრუება იყო ასეთი მომენტების გაფუჭება''. - ისაუბრა ფრანგმა სპეციალისტმა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში, ესპანეთთან გამართავს. ეროვნული გუნდის და ესპანეთს კვირას, 28 მარტს, შეხვდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00-ზე დაიწყება. თამაშს 16 000 გულშემატკივარი დაესწრება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში