ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა რომელიც სახეზეა - ირაკლი კობახიძე

29 მარტი 2021, 14:54 762 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

მისივე განცხადებით, ისინი საუბრობენ მოცემულობაზე, რომელიც სახეზეა.

„ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. თუნდაც, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც ოპოზიციას აქვს შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ-პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდუმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ.

მოცემულობა არის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მოცემულობა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია. გუშინ საჯარო განცხადებაც კი გააკეთეს, სადაც საუბრობენ ორ ულტიმატუმზე, რომლის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, რომელიც სახეზეა. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს შეთანხმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში