დასაქმების ინდექსი უმჯობესდება

01 აპრილი 2021, 20:05 1281 ნახვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით: ვაჭრობის სექტორში დასაქმების ინდექსმა 2020 წლის პირველ კვარტალში 21% ით იკლო. 41% შეადგინა კლებამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, თუმცა ახლა გაუმჯობესება შეინიშნება და თქვენ ხედავთ, რომ ვაჭრობის სექტორში დასაქმების ინდექსში კლება 14% ია.

რაც შეეხება მრეწველობას, აქ 2020 წლის პირველ კვარტალში 17% იანი კლება იყო, მდგომარეობა გაუმჯობესდა 2020 წლის მეოთხე კვარტლიდან, ამ დროისთვის კი მრეწველობის სექტორში კლება 12% ს შეადგენს. რაც შეეხება მშენებლობისა და მომსახურების სექტორებს, მშენებლობაში 2020 წლის 1-ლ,მეორე და მეოთხე კვარტლებში 29%-იანი კლება იყო, ხოლო მესამე კვარტალსა და 2021 წლის პირველ კვარტალში ასევე თანაბარი 50%-იანი.

დასაქმების ინდექსი 31%-ით გაიზარდა მიმდინარე მეორე კვარტალში. მომსახურების სექტორში კი, დასაქმებულთა რაოდენობამ ყველაზე მეტად 2020 წლის მეორე და მესამე კვარტალში იკლო 35-32%-ით.

ზრდა შარშან მეორე კვარტალში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო მესამე მეოთხე და 2021-ის პირველ კვარტალში 12-12 %-იყო მიმდინარე მეორე კვარტალში კი 24 %.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში