Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული ჯგუფები და ანგარიშები წაშალა

06 აპრილი 2021, 23:38 1173 ნახვა

Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 23 მომხმარებლის ანგარიში, 12 ჯგუფი და 11 Instagram-ანგარიში წაშალა.

კომპანია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  "ქართულ მარშსა" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.

"ამ ქსელში ჩართული ადამიანები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რათა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნებასთან ერთად ემართათ გვერდები და ჯგუფები. მათ, არაერთი გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული სიძულვილის ენის გამოყენებისა და სოციალური ქსელის საკომუნიკაციო სტანდარტის დარღვევის გამო", - წერია განცხადებაში.

საქართველოს გარდა, ფეისბუქმა ქსელები, ირანში, ალბანეთში, ესპანეთში, არგენტინაში, ეგვიპტეში, ისრაელში, ბენინსა და მექსიკაში წაშალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში