აფგან მუხთარლი პროკურტაურაში გამოკითხვაზე მივიდა

09 აპრილი 2021, 12:54 919 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მისი უფლებადამცველის, არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვის ეტაპზე მუხთარლი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც პროკურატურის მხრიდან იქნება. ამასთან, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა. მუხთარლი პროკურატურაში გუშინაც იმყოფებოდა, თუმცა ტარჯიმანტან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე უწყება მალევე დატოვა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში