ჯანმომ Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების განხილვის თარიღები დაასახელა

23 აპრილი 2021, 15:20 675 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ექსპერტები 26 აპრილს განიხილავენ ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელ შემთხვევებისას გამოყენების საკითხს. ასევე, 3 მაისს იგეგმება Sinovac-ის გამოყენების შესაძლებლობის განხილვა. შეგახსენებთ, 4 მაისიდან საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, პრეპარატი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ  შემოიტანეს. ანუ ჯერ კიდევ მაშინ როცა ჯანმოს მისი ავტორიზაციის საკითხზე არ უმსჯელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში