გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

26 მაისი 2021, 21:07 1416 ნახვა

გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია. საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული საკალათბურთო ლიგის MVP გახდა.

ლიგა ენდესას მესვეურებმა გამოსაკითხად 4 სეგმენტი – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები შეარჩიეს. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა და შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც Instagram-ით, Tweeter-ერითა და ACB.COM-ის აპლიკაციით მიმდინარეობდა, დიდი უპირატესობით მოიგო. შ

ერმადინმა 7200 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის რეალის ცენტრ ედი ტავარეშს. ამით გიორგიმ MVP-ის ტიტულის მოსაგებად 25 პროცენტი დაისაკუთრა. ყველა სეგმენტში გიორგიმ უპირობოდ გაიმარჯვა და 100 შესაძლებელიდან 100 ქულა მიიღო!

‘’ტენერიფეს’’ ქართველი კალათბურთელი საშუალოდ შეხვედრაში 17.0 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა. ის თვის საუკეთესო მოთამაშე სამჯერ (ოქტომბერი, იანვარი და მარტი) გახდა.

გიორგი პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე გახდა. დაჯილდოვება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა.

მთა ესპანეთში უმაღლესია და კანარის ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ესპანური ლიგის ქართველმა MVP-იმ სპეციალურად ქართველი გულშემატკივრისთვის კომენტარი გააკეთა და ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ,ასევე მადლობა გადაუხადა გამოკითხვაში მხარდაჭერისთვის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში