ესპანეთში ასეულობით კილოგრამი კოკაინის გადაზიდვისთვის დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ უდანაშაულობის დადგენასა და გათავისუფლებაში. ოჯახები კონტრაბანდასთან დაკავებულების კავშირს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეკიპაჟს ტვირთის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, მოატყუეს და ახლა ადვოკატის დაქირავების ფინანსური საშუალება არ აქვთ. გამოძიება კი ეკიპაჟს ნარკოტიკის გადაზიდვასთან ერთად გემის ჩაძირვას ედავება.