ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით - ჯანდაცვის მინისტრი booking.moh.gov.ge-ის გათიშვაზე 

14 ივლისი 2021, 16:42 1540 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საიტი, booking.moh.gov.ge შეფერხებით, მაღალი მიმართვიანობის გამო მუშაობს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აიტი სამსახურების წარმომადგენლები ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. 

''მინდა მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხების გამო. სხვადასხვა სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით გასულ პერიოდში შეფერხებას იწვევდა კიბერთავდასხმები, ამჯერად კი ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით.

რა თქმა უნდა ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი დროულად აღმოფხვრა. ამ დროისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებიან აიტი სამსახურების წარმომადგენლები, რომელიც მუშაობს მათთან  ერთად ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. 

მინდა მოქალაქეები დავამშვიდო, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო. სრული თანხა გადარიცხულია და ''ფაიზერის'' ვაქცინა ეტაპობრიოად, უწყვეტად შემოვა. მოქალაქეებს კი მიწოდებაში პრობლემა არ ექნებათ'' - განაცხადა მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში.

რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი გავიდა, ვაქცინაციის საიტი კი კვლავ შეფერხებით მუშაობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოქალაქეები პორტალზე შესვლას საერთოდ ვერ ახერხებ. 

ქვეყანაში ვაქცინის 28 000 დოზა დღეს შემოვიდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი