ენმ-ის მიმართა ეთიკის საბჭოს

18 ივლისი 2021, 18:20 1498 ნახვა

რიგგარეშე სხდომის ჩაშლას "ნაციონალური მოძრაობა" ბრიფინგით გამოეხმაურა.მმართველი გუნდის ოპონენტებმა განცხადება გააკეთეს სპიკერატთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა.

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფაქტის შესწავლისკენ და მმართველი პარტიის დეპუტატების პასუხისმგებლობის დაყენებისა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში