მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 191 მილიონს გადააჭარბა

19 ივლისი 2021, 11:07 523 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 191 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.1 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 174 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 12.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში