შეღავათები ვაქცინირებულებისთვის

12 აგვისტო 2021, 15:00 1286 ნახვა

წარადგინე კოვიდპასპორტი და  მიიღე 500-ლარიანი  ვაუჩერი ქირურგიულ მომსახურებაზე. ასევე 50%  ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევებზე“ ამ სლოგანით ევექსის ჰოსპიტლები  ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას განაგრძობს საქართველოს მასშტაბით და ამჯერად ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი.

კამპანიის ფარგლებში ბენეფიტების მიღება ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.

ბენეფიტების გააქტიურება შესაძლებელია ჰოსპიტლის რეგისტრატურაში ორჯერადი აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო ევექსის ქობულეთის რეგიონული ჰოსპიტალიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში