რატომ გარდაიცვალა პაციენტი საველე ჰოსპიტალში?

29 აგვისტო 2021, 15:30 1021 ნახვა

კოვიდ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა დედაქალაქში  ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად  გულის გაჩერება სახელდება. ჰოსპიტლში განმარტავენ, რომ   76 წლის პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. 

ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორის ინფორმაციით, პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა,  პაციენტს ყველა  შესაბამისი  პროცედურა ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.  გარდაცვლილი კაცი ვაქცინირებული არ იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში