მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის  იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის 

30 აგვისტო 2021, 13:12 1582 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.

''ოჯახებს, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით. რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“,- აღნიშნავს ნათია თურნავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში