ხელისუფლების გეგმა სააკაშვილთან დაკავშირებით

04 ოქტომბერი 2021, 19:42 932 ნახვა

საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემას ჯერ არ აპირებს და ვერც ამის სამართლებრივ მიზანშეწონილობას ხედავს. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მიიღო, ბრალი ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით აქვს წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილის სახელზეა, სანდრო გირვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილი ცემა, 7 ნოემბერი, ტელეკომპანია იმედის დარვება და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა. მიხელ სააკაშვილს საამეებს, სავარაუდოდ საზღვრის უკანონო კვეთაც დაემატება, რომელი დანაშაულის დაფარვისთვისაც უკვე 3 მოქალაქე დააკავეს. ფოთის პორტის თანამშრომელი მამა-შვილი და ელგუჯა ცომაია,რომლის ბინაშიც იყო ესპრეზიდენტი თბილისში.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში