ბათუმსა და ქობულეთში კოვიდი ორ მოსწავლეს დაუდასტურდა 

06 ოქტომბერი 2021, 12:56 7730 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმსა და ქობულეთში ორი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლეებს ორი კვირის განმავლობაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ. 

 ინფიცირებული მოსწავლეები სკოლაში 4 ოქტომბერს იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, რის გამო კვლევები ჩაუტარდათ. პსრ ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ კი, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმირებულია სკოლის ადმინისტრაცია და გატარდა შესაბამისი ზომები. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მასწავლებლებში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და 50%-ზე მეტი ორჯერადად. 

სწავლის დაწყებამდე პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლაში მოსწავლეებისათვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში