უკრაინა-ევროკავშირის ერთობლივი განცხადება

12 ოქტომბერი 2021, 18:36 1150 ნახვა

ევროკავშირი აღიარებს უკრაინის მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების პროცესში –ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. უმაღლესი დონის შეხვედრაში  უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობდნენ.  უკრაინას  შეუძლია  ევროკავშირის იმედი ჰქონდეს - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ  მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში