ერდოღანის ინიციატივა

12 ოქტომბერი 2021, 18:45 797 ნახვა

თურქული მხარე დიდი ოცეულის ეგიდით ავღანეთის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას არა აქვს მორალური უფლება, უგულებელყოს ავღანელი ხალხი და ქვეყანა მარტო დატოვოს. ”მე ვთავაზობ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ავღანეთის საკითხზე დიდი ოცეულის ფარგლებში. ანკარა მზადაა, ამ ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელოს“ - განაცხადა ერდოღანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში