რთული ეპიდვითარება

18 ოქტომბერი 2021, 12:01 819 ნახვა

ეპიდემიოლოგები მძიმე  ნოემბერს აანონსებენ. მედიკოსები პროგნოზს  სხვა რესპირატორული ინფექციების, მათ შორის, გრიპისა  და კოვიდის  ერთად ცირკულირების საფუძველზე  აკეთებენ.  არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევების ზრდის ფონზე გამკაცრდეს რეგულაციები. 

სპეციალისტებმა ნახტომისებური მატებით უკვე თქვეს, რომ დაიწყო მეხუთე ტალღა.  2 ათას ხუთასამდე ადამიანს ისევ დაუდასტურდა კორონავირუსი. ინფიცირებულებს შორის ბევრია ბავშვი, ეს იმიტომ, რომ სკოლებშიც იფეთქა ინფექციამ.

სპეციალისტები მოსახლოებას ისევ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, სხვა შემთხვევაში, როგორც ამბობენ  პანდემია არ დასრულდება.

რამდენიმე სოფელში დღეიდან იმუნიზაციის მარათონი იწყება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში