პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

09 მაისი 2016, 00:00 4808 ნახვა

"9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ვაკის პარკში, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დილიდან იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები. 

ამავე კატეგორიაში