გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახები განთიადში

23 ოქტომბერი 2021, 15:17 690 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი განთიადში მცხოვრები 35-მდე ოჯახი.  ადგილობრივების ინფორმაციით სოფელთან მისასვლელ გზაზე მეწყრული პროცესები ყოველდღიურად აქტიურდება , დაბზარულია მოასფალტებული გზა, ხოლო ფერდობებზე  ნაპრალები გაჩნდა, რის გამოც სოფელში ავტომობილით მისვლა აიკრძალა და მოქალაქეები რამდენიმე კილომეტრს  ფეხით გადიან, ადგილობრივები გვიყვებიან, რომ აქვთ მეორე გზაც, თუმცა აღნიშნული მონაკვეთით  მხოლოდ 8 ოჯახი სარგებლობს და ისიც მიუდგომელია. 

ეროზირებულმა კერებმა  საცხოვრებელ სახლებამდეც  მიაღწია, რის გამოც სოფელში მცხოვრებლები რამდენიმე დღეა თავს ახლობლებს აფარებენ , ამბობენ, რომ მერიამ უკვე შესთავაზა ქირით გაყვანა თუმცა 300 ლარი ალტერნატიული ფართის საპოვნელად არასაკმარისია.  ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ,  რომ განთიადის ცენტრალური გზა გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ აღნიშნული მონაკვეთი გამაგრებას აღარ ექვემდებარება. ახლა მერია ალტერნატიულ გზას ეძებს, მსგავსი მდგომარეობაა აგარის მიმართულებითაც.სექტემბერ-ოქტომბერში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებულმა ზარალმა ხელვაჩაურში მილიონ ლარს გადააჭარბა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში