ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ბათუმში არჩილ ჩიქოვანს 51,02% აქვს გიორგი კირთაძეს კი 48,98 %

31 ოქტომბერი 2021, 02:15 1182 ნახვა

ბათუმის N-79 საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნების დათვლა დასრულდა, პირველადი მონაცემებით, ბათუმის  მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, "ქართული ოცნების“ კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს 51,02% აქვს, (38 236 ხმა) ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიორგი კირთაძეს 48.98%. (36 710 ხმა)

N79 საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილ ოქმებში დარღვევები და უზუსტობები არ ფიქსირდება. 

"ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მონაცემებში რაიმე შეიცვალოს, რადგან კანდიდატებს შორის 2% არის სხვაობა. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილი ოქმები სრულყოფილად არის შედგენილი, მათში რაიმე დარღვევა და უზუსტობები არ ფიქსირდება. რაც შეეხება ხელახალ გადათვლას საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, საუბნო საარჩევნო კომისიას ისედაც ავალდებულებს, რომ ლოტოტრონის წესით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალოს", - აცხადებს ზვიად სურმანიძე.

ყველა უბანი დათვლილია, ჯამში კი 2071 ბიულეტენი გაბათილდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში