''ახალგაზრდა გამგებელი''

09 მაისი 2016, 00:00 5690 ნახვა

ხელვაჩაურს ახალგაზრდა გამგებელი ჰყავს. მალხაზ თავართქლაძე პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდა გამგეობები აჭარაში" აირჩიეს და იგი რაიონს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა გამგებელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად ხელვაჩაურის გამგებელმა წარუდგინა. შეხვედრას პროექტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთის" ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღესვე გამგეობასთან თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა.

ამავე კატეგორიაში