ნედ პრაისი: საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება

10 ნოემბერი 2021, 11:01 627 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად და ღირსეულად.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობისა და მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ილაპარაკა.

ნედ პრაისი ამბობს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის - ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაციის დაცვაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში