შეხვედრა უკრაინის ელჩთან

10 ნოემბერი 2021, 10:54 503 ნახვა

უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება განიხილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას და მხოლოდ ერთ ფოტოსურათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჩვენგან“ - წერია განცხადებაში.

ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ  აღარ გაჩნდება დამატებითი შეკითხვები პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში