კრედიტის უკანონო აღება

26 ნოემბერი 2021, 11:35 505 ნახვა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი ადამიანი მიეცა, რომელთაგანაც სამი  დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 2019-2021 წლებში მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან 58 მოქალაქის მიერ უკანონოდ მიიღეს მილიონ ნახევარი ლარის კრედიტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში