დიდთოვლობა და პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში

22 დეკემბერი 2021, 15:06 1189 ნახვა

თოვს ქედაშიც. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს, ხოლო დაბაში 10 სანტიმეტრს აღწევს. ინტენსიური თოვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა პირველი მაისის თემის ნაწილს და მთლიანად ზვარის თემს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება საავტომობილო გზებს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა თემის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  უწყების ინფორმაციით,  ხულოში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10 , ქედაში 8 , ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში