მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის

27 დეკემბერი 2021, 11:51 882 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 280 მილიონს გადააჭარბა.  ამჟამად ინფიცირების 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პალესტინური მხარის ინფორმაციით, "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ღაზის სექტორში.  ვირუსის შემთხვევების მატების გამო 15 დღით ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან მგზავრების მიღება აკრძალა ირანმა. თვითიზოლაციაშია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. მისი  თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში