მდინარე აკავრეთას მიმდებარედ ჰესი შენდება

30 დეკემბერი 2021, 14:52 1492 ნახვა

ქედაში მდინარე აკავრეთას მიმდებარედ „შავაბური ჰესის” მშენებლობა მიმდინარეობს. რომელიც ყოველწლიურად 16 მილიონ კილოვატ საათი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ტერიტორიის ნაწილი, კომპანია ბიჯი თრეიდმა  სახელმწიფოსგან იჯარით აიღო, ნაწილი კი ადგილობრივებისგან შეისყიდა.  ქედის მერის თქმით, ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. ამ ეტაპზე  სამუშაოებზე 5 ადგილობრივია დასაქმებული. ჰესის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში