კოვიდთან ბრძოლის მორიგი წელი

31 დეკემბერი 2021, 19:02 1371 ნახვა

უნდა ვთქვათ, რომ ექიმები არიან წინა ხაზის გმირები. 13 800 გარდაცვლილი ჰყავს ქვეყანას კორონავირუსით, მათ შორის აჭარიდან არის 11 მედპერსონალი. დიახ, პაციენტების სიცოცხლისთვის ბრძოლაში დაკარგული სიცოცხლეც გვახსოვს. ისინი უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან, რადგან ბოლო ორი წელია განსაკუთრებულ რეჟიმში, წითელ ზონაში მუშაობენ.

მათ შორის დღესაც რამდენიმე მათგანი ახალ წელს სამუშაო რეჟიმში შეხვდება და ამ წუთებშიც პაციენტების გადარჩენასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. საზოგადოება აფასებს მათ ძალისხმევას. ვიცით, რომ არის მადლიერების სტენდი ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში, ხშირად გვესმოდა მადლიერების ტაში ექიმებისთვის. ამის მიუხედავად, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ სჯერათ იმუნიზაციის ეფექტურობის, რომ ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაცაიზე გადის. 2021 წლის ეპიდვითარება და ექიმები კოვიდის პირისპირ-ნახეთ სიუჟეტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში