აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია - გზებზე შეფერხებებია

16 იანვარი 2022, 15:30 1099 ნახვა

ამ დრომდე  გადაუღებლად თოვს მთიან აჭარაში.თოვლის საფარი  მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აღემატება. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლის შიდა გზები.

პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს შეფერხებულად მიეწოდება ელექტრო ენერგია. გადაადგილება ჭირს ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 25 ერთეული მძიმე ტექნიკა, თუმცა რა ლოკაციებზე უწყებაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში