სასწავლო პროცესი განახლდა

17 იანვარი 2022, 20:07 1452 ნახვა

ახლა არსებულ ეპიდვითარებაში სასწავლო პროცესის განახლებას დამატებით გამოწვევად მიიჩნევენ მედიკოსები.

სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ბავშვები სკოლაში არ გაუშვან და სწრაფ ტესტთან ერთად ვირუსის გამოსავლენად PCR ტესტი გამოიყენონ.

მობილობა ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას. ამიტომ ამბობენ, რომ ვაქცინირებული უნდა იყვნენ როგორც პედაგოგები, ისე მშობლები.

ზოგიერთ სკოლაში საკლასო ოთახებში დასწრებას ამჯობინებენ, ნაწილი კი ონლაინ ფორმატში სწავლების მსურველია. გადაადგილება უხვმა ნალექმაც გაურთულათ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში