დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

18 იანვარი 2022, 11:55 670 ნახვა

ქედაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება.  ამ დროისთვის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.  

გზები მოყინულია, რაც გადაადგილებას აფერხებს.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, დაბაში 60-80 სანტიმეტრია.  

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში ბაღებში სააღმზრდელო პროცესი  1 კვირით გადადებულია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზებზე ქვიშას ყრიან.   

გაწმენდით სამუშაოებში  კი 15 ერთეული ტექნიკაა ჩართული. მუნიციპალიტეტში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში