ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

26 იანვარი 2022, 11:43 940 ნახვა

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. მხარეები  დღეს მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

სხდომას დისტანციურად დაესწრებიან ბრალდებულები, რომლებიც ადვოკატების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის მიუხედავად მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მხარეებმა სასამართლოში უკვე წარადგინეს მტკიცებულებები. პროცესი დღეს 14 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე №13 სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.

ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში